Description
დღეს გადავწყვიტეთ სტანდარტული განხილვების ფორმატიდან ცოტა გადავუხვიო და შემოგთავაზოთ სრულიად ახალი, სახალისო რუბრიკა. კამერის წინ პირველად დავითანხმე ნინი და ერთად ვითამაშებთ ექსტრემალურ კინო-ქვიზს, სადაც შეცდომების ფასი ძალიან მაღალი, უფრო სწორად კი - ძალიან უგემურია.
თამაშის წესები:
• თამაშში არის 10 კითხვა კინოსამყაროს გარშემო (ფილმები, სერიალები, ოსკარები და ა.შ.), თავისი 4 სავარაუდო პასუხით.
• ყოველი კითხვის წაკითხვამდე, კალათიდან რიგრიგობით ვიღებთ თითო ფურცელს, რომელზეც წერია ერთი კონკრეტული პროდუქტი. მაგიდაზე გვაქვს ისეთი შეუთავსებელი ინგრედიენტები, როგორიცაა: ნიორი, თინუსის კონსერვი, კეჩუპი, კივი, მჟავე კიტრი, მდნარი ყველი და სხვა.
• თუ მონაწილე კითხვას სწორად უპასუხებს, ის უსაფრთხოდაა და გადავდივართ შემდეგზე.
• თუ მონაწილე არასწორ პასუხს ირჩევს, ფურცელზე ამოღებული ინგრედიენტი პირდაპირ მის პირად ბლენდერში ხვდება.
• 10-ივე კითხვის ამოწურვის შემდეგ, ვის ბლენდერშიც რა პროდუქტები დაგროვდება, ერთიანად დაბლენდერდება და მოგვიწევს ამ კატასტროფული მიქსის დალევა.
თუ მოგეწონებათ მსგავსი გასართობი და სატესტო ფორმატი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. კომენტარებში კი დაგვიწერეთ თქვენი აზრი — რომელი კითხვა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად და რა თემატიკის ქვიზს/სასჯელს ისურვებდით მომავალ ეპიზოდებში.
თაიმკოდები:
00:00 წესების ახსნა
01:25 გიკ-ქვიზის თამაში
12:21 სასჯელი - სმუზის ჩელენჯი
19:00 და ყველაზე მნიშვნელოვანი...
#GeekGuru #გიკქვიზი #კინოქვიზი #ჩელენჯი #ფილმები #სახალისო